
ხელოვნური ქვა
ხელოვნური ქვა
კაცობრიობის ისტორიას ახსოვს არა ერთი ბრწყინვალე ქანდაკება, რომელიც შესრულებულია სხვადასხვა ეპოქაში ბუნებრივ ქვაში. ქვაში შესრულებული ქანდაკება განსაკუთრებულ სიფრთხილესთან არის დაკავშირებული. არაფერი რომ არ ვთქვათ შრომის მოცულობაზე.
თანამედროვე პირობებში გამოჩნდა ახალი, ინოვაციური შესაძლებლობები, რითიც მთელ მსოფლიოში სარგებლობს უამრავი მოქანდაკე.
ასეთი ახალი მასალაა პოლისტოუნი (Polystone)
პოლისტოუნი არის ქიმიური რამდენიმე კომპონენტიანი ბლანტი სითხე, რომელიც ერევა მარმარილოს მტვერს, სხვადასხვა პროპორციით. მასში შესაძლებელია პიგმენტების გამოყენებაც, რაც საერთო მასაში შერევის შემთხვევაში, სასურველ ფერს მიანიჭებს ქანდაკებას.
რა უპირატესობა აქვს პოლისტოუნს ბუნებრივ ქვასთან. დავიწყოთ იქედან, რომ პოლისტოუნში შესრულებული სკულპტურა ძნელი გასარჩევია ქვაში შესრულებულისგან. ხშირად მისი გარჩევა შეუძლებელიც კია. ის ძალიან გავს მარმარილოს იმიტომ, რომ შეიცავს ბუნებრივი მარმარილოს მტვერს. ქიმიური კომპონენტები კი ქვის მტვერის შეკვრას უზრულვენყოფენ. უპირატესობა ბუნებრივ ქვასთან შედარებით ბევრია. პოლისტოუნი არ შედის რეაქციაში ჰაერთან, განსაკუთრებით მდგრადია ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. ეს კი საშუალებას იძლევა ქანდაკების ღია სივრცეში დადგმის. მას მზის მცხუნვარე სხივები ვერას დააკლებენ. ის უძლებს როგორც მაღალ ტემპერატურას, ასევე ყინვას, არ შედის რეაქციაში ქიმიურ სარეცხ საშუალებებთან, არ აქვს სუნი, პრაქტიკულად არ ძველდება ვიზუალურად, ინარჩუნებს პირვანდელ სახეს განსხვავებით ბუნებრივი ქვისა და ა.შ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ არ გამოყოფს რადიაციას და აფსოლუტურად უსაფრთხოა. ასეთი მასალისგან შესრულებული ქანდაკების დადგმა კი შესაძლებელია როგორც შენობაში, ასევე ღია სივრცეში.
პოლისტოუნი ქვასთან შედარებით აიაფებს და ხელმისაწვდომს ხდის ქანდაკების დამზადებას. წარსულში რატომ არ იქმნებოდა შედევრები პოლისტოუნში, იმიტომ რომ მაშინ ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობდა და ინოვაციურია. არ არსებობდა სანთებელა ადამიანები ასანთს ხმარობდნენ, არ არსებობდა ასანთი, გამოიყენებოდა კაჟი.
მოკლედ რომ ვთქვათ პოლისტოუნს უამრავი უპირატესობა გააჩნია ბუნებრივ ქვასთან შედარებით გარდა ერთისა, რასაც თვითკმაყოფილება ქვია. ზოგიერთი ადამიანი მაინც ქვას ანიჭებს უპირატესობას. ასეთი კონსერვატორული მიდგომა ქვის სიყვარულის მიმართ რა თქმა უნდა ლეგიტიმურია, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ პოლისტოუნში შესრულებული ქანდაკება ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ქვასთან და განსაკუთრებით თეთრ მარმარილოსთან შედარებით მნიშცნელოვნად აიაფებს ნებისმიერ პროექტს. რომ არაფერი ვთქვათ იმ უპირატესობებზე, რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
პროგრესი ადგილზე არ დგას
ქანდაკების დარგიც ვითარდება. ირარტი გთავაზობთ ნებისმიერი სახის ქანდაკებას როგორც ბუნებრივ ქვაში, ისევე ინოვაციურ პოლისტოუნში შესრულებულს.
არ დაგავიწყდეთ, რომ ქანდაკების გარეშე ცხოვრება შეიძლება, მაგრამ ქანდაკებასთან ერთად ცხოვრება უფრო ლამაზი და მშვენიერია. ეს კი პოზიტიურ განწყობას ამაღლებს და ცხოვრებას ამშვენიერებს.