
ტორსი
ტორსი
ტორსი ქანდაკებაში არის მამაკაცის ან ქალის სხეული გათლილი ქვაში, ჩამოსხმული ბრინჯაოში ან დამზადებული სხვა მასალაში.
ტორსის გაგება უკავშირდება კლასიკურ ანტიკურ ხელოვნებას. მაგალითისთვის ქვაში გათლილი ქანდაკებები საუკუნეებს ვერ უძლებდა სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთი ქანდაკებები ზიანდებოდა მიწისძვრების, სხვადასხვა სტიქიური მოვლენების, ომების გამო. სხეულის გაშვერილი ნაწილები, კიდურები ტყდებოდა, იკარგებოდა და რჩებოდა მხოლოდ ტანი. ასეთი ქანდაკებები, რომლებიც ანტიკურ დროს არის შექმნილი უხვად არის შემონახული დღემდე. კიდურების გარეშე ქანდაკება ხშირად ისეთი მაღალი ოსტატობით არის შესრულებული, რომ გაოცებას იწვევს. ბელვედერის ტორსმა, რომელიც რომში არის დაცული, ისე მოხიბლა ისეთი დიდოსტატი მოქანდაკე, როგორიცაა ყველასთვის ცნობილი მიქელანჯელო, რომ პერიოდულად საათობით უცქერდა ხელოვნების ამ საოცარ შედევრს. ამან კი დიდი გავლენა მოახდინა მოქანდაკის მომავალ შემოქმედებაზე.
ანტიკური დროის შემდგომ ოსტატებმა დაიწყეს ტორსების გამოქანდაკება, სადაც კიდურებს მიზანმიმართულად არ აკეთებდნენ. ასე ჩამოყალიბდა ასეთი ჟანრი ტორსი. ასეთი ჟანრის ზოგიერთი ნამუშევარი კი ისეთი მაღალი ოსტატობითა და გემოვნებით არის შესრულებული, რომ ძნელია თვალი მოწყვიტო.
ტორსის დანიშნულება როგორც კლასიკურ, ასევე მოდერნისტულ ხელოვნებაში არის ინტერიერისა, თუ ექსტერიერის გალამაზება
მოქანდაკისთვის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გადმოსცეს მამაკაცისა თუ ქალის სხეულის სილამაზე ისე, რომ სივრცეს სადაც ქანდაკება უნდა დაიდგას გალამაზდეს, მნახველისთვის გახდეს ესთეტიკური მშვენიერების აღქმის მიზეზი.
სწორედ ამიტომ არის, რომ მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ეპოქაში მხატვრები ცდილობენ საკუთარ შემოქმედებაში წარმატებით დანერგონ ეს თემა. არ არსებობს მოქანდაკე, რომელსაც არ აქვს გადაღეჭილი ქალისა თუ მამაკაცის ტორსის საკუთარი ვერსია. სადაც მთავარ ამოცანას სხეულის სილამაზე წარმოადგენს. ქანდაკების ენაზე შექმნილი ტორსი, რა მასალაშიც არ უნდა იყოს შესრულებული ვიზუალური შეგრძნებით, პირველ რიგში მკვრივი უნდა იყოს, რაც ნამუშევარს უფრო მეტ ქანდაკებურობას მატებს. ასევე განსაკუთრებით თანამედროვე ქანდაკებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ნამუშევრის ე. წ. გაცოცხლება სხვადასხვა ნაკაწრებისა თუ სხვა პატარა ტყუილების გამოყენებით. ასეთი თანამედროვე ქანდაკება უფრო ლამაზი და საინტერესო ხდება მნახველთათვის. თუმცა ზოგიერთი მნახველი უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ შემოქმედებას და ეს რა თქმა უნდა ლეგალურია. როგორც იტყვიან გემოვნებაზე არ დავობენ. იქაც და აქაც შესაძლებელია შესაბამის სტილში ოსტატური ქანდაკების შექმნა.
ირარტი და პროფესიონალ მოქანდაკეთა ჯგუფი გთავაზობთ ნებისმიერი მოცულობისა და გემოვნების ტორსის შექმნას ნებისმიერ მასალაში. გამომდინარე თქვენი მოთხოვნებისა და ბიუჯეტის მიხედვით. გაალამაზეთ თქვენი სივრცე.