ჩუქურთმები ქვისგან
შენობის მოპირკეთება

შენობის მოპირკეთება

თბილისსა და საერთოდ საქართველოში არსებობს უამრავი ისტორიული ევროპული ტიპის შენობა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო მოუვლელი და დაზიანებულია. არსებობს მთელი უბნები, სადაც შენობათა უმრავლესობა გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს. ასეთ შენობებზე დეკორატიული არქიტექტურული ელემენტების კვალი ან ძლიერ დაზიანებული, ან თითქმის წაშლილია. რაც ისტორიულ შენობებზე ორიგინალი ელემენტების საერთოდ დაკარგვის საფრთხეს ქმნის. 

ისტორიული შენობების მიმართ მზრუნველობითი მიდგომა კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. რაც საქართველოს ეკონომიკის წინსვლისა და წარმატების საწინდარია.  

პროფესიონალები შენობის რესტავრაციაში

საქართველოში არიან პროფესიონალი არქიტექტორები, კონსტრუქტორები, მოქანდაკეები, რესტავრატორები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გაუმკლავდნენ ასეთ გამოწვევებს. შესაძლებლობის, სურვილისა და ნების შემთხვევაში შესაძლებელია გამოცოცხლდეს, არდგეს ის სიმშვენიერე, რომელიც წარსულში იგრძნობოდა ჩვენი ქალაქების ძველ უბნებში და ქმნიდა შეუდარებელ აურას, პოზიტიურ განწყობილებას. იზიდავდა, ხიბლავდა და ხშირად აღტაცებაში მოჰყავდა უცხოელი სტუმრები თუ მნახველები. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, რასაც მოვლა და პატრონობა სჭირდება. იმედია ქვეყნის განვითარებასთან ერთად ეს მნიშვნელოვანი საკითხიც აქტუალური გახდება და მომავალი თაობა არ დაკარგავს იმ მემკვიდრეობას, რაც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე შემოგვინახეს.