
თანამედროვე ქანდაკება
ქანდაკების ფორმები
ხელოვნებათმცოდნეები ქანდაკების ფორმას ყოფენ ძირითად ორ ნაწილად. მრგვალი ქანდაკება და რელიეფი. არსებობს რელიეფის რამდენიმე ქვეფორმა.
მრგვალი ქანდაკება
მრგვალი ქანდაკება ეს არის სკულპტურული ფიგურა, ფიგურათა კომპოზიცია, ტორსი ბიუსტი და ა. შ. მარტივად რომ ვთქვათ ეს არის ქანდაკება სივრცეში, რომელსაც ყველა მხრიდან შეგვიძლია შემოვუაროთ.
რელიეფური ქანდაკება
რელიეფი ეს არის ქანდაკების ფორმა, სადაც ფიგურა განთავსებულია სიბრტყეზე და მისი ნახვა მხოლოდ წინიდან არის აღსაქმნელი.
რელიეფური ქანდაკება იყოფა სამ ნაწილად:
1. ბარელიეფი
ბარელიეფი ეწოდება ისეთ რელიეფს, როდესაც ფიგურა ნახევარზე ნაკლებად ამოდის სიბრტყიდან.
2. გორელიეფი
გორელიეფი ეს არის რელიეფის ისეთი ფორმა, როდესაც ფიგურა ნახევრად ამოდის სიბრტყიდან.
3. კონტრელიეფი
კონტრელიეფი ეს რელიეფის ისეთი ფორმაა, როცა ფიგურა პირიქით ჩაღრმავებულია სიბრტყესთან მიმართებით.
რელიეფი იმით არის საინტერესო მოქანდაკისთვის, რომ მას საშუალება ეძლევა უფრო დეტალურად გადმოსცეს ისტორიული, თუ რელიგიური სიუჟეტები სხვადასხვა ელემენტების გამოყენებით.
რელიეფური ტიპის ქანდაკება ფართოდ გამოიყენებოდა ისტორიული და რელიგიური შენობების გასალამაზებლად.