ქანდაკებების დამზადება თბილისი
ქანდაკების ენა

ქანდაკების ენა

როგორც ამბობენ გემოვნებაზე არ დავობენ. კარგი ნათქვამია, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ქანდაკებაში ერთია გემოვნება, ხოლო მეორე ქანდაკების ენა, ის ელემენტალური კანონიკა, რაც ქანდაკებას განასხვავებს მანიკენისგან, თოჯინისგან ან სხვა რაიმე გამოსახულებისგან. 

ქანდაკება, რა მასალაშიც არ უნდა იყოს შესრულებული, უნდა იყოს, სავსე, მკვრივი, ამოტკლეცილი. მსუბუქ მასალაში შესრულებული ქანდაკების ცქერისას, უნდა იყოს სიმძიმის შექგრძნება და ფაქტურა უნდა იძლეოდეს სიმაგრის განცდას. დაჭყლეტილი ფორმები არაქანდაკებურია. არ არის მიმზიდველი და ასეთი ქანდაკება წარმატებული ვერ იქნება. ქანდაკება ყველა მხრიდან შეკრული უნდა იყოს. სასურველია არ იყოს გაშვერილი ფორმები, რაც მის მთლიანობას დაარღვევს. ქანდაკების ექსპერტები ამბობენ კარგი ქანდაკება მთიდან რომ დაგორდეს, არაფერი არ უნდა მოტყდეს. თუმცა არსებობს უამრავი კარგი ქანდაკება, სადაც რომელიღაც ფორმა, მაგალთად სხეულის კიდურები არის გაშვერილი, მაგრამ ისეთი ოსტატობით არის შესრულებული, რომ თვალს არ აღიზიანებს. შესაბამისად სკულპტურას არ უშლის ხელს გადმოსცეს სათქმელი და ამავ დროს დაცული იყოს მთლიანობა, სიმკვრივე, გრანდიოზულობა ქანდაკების ზომის მიუხედავად. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მრგვალი ქანდაკება ყველა მხრიდან არა მარტო იკითხებოდეს, არამედ ლამაზი და საინტერესო იყოს. ეს მნიშვნელოვანია  განსაკუთრებით მონუმენტური ქანდაკების შემთხვევაში. მოედანზე მდგარი მონუმენტური სკულპტურა სივრცეში, ნებისმიერი ადგილიდან საინტერესო უნდა იყოს მნახველისთვის. უნდა ალამაზებდეს სივრცეს და სხვადასხვა მხრიდან პასუხობდეს იმ სათქმელს, რაც კონკრეტულ თემას შეეხება. მაგალითისთვის მონუმენტურ ფიგურას, ადამიანის სხეულსთან შედარებით, შეიძლება ჰქონდეს დიდი ხელი, პატარა თავი, ღრმა თვალები და ა.შ. რაც იმას ნიშნავს ბრჭყალებში ტყუილების გამოყენებით მოქნდაკე ცდილობს მისი ქანდაკება სხვადასხვა რაკურსიდან სწორად იკითვებოდეს და თვალისთვის სასიამოვნო იყოს. შორიდან დანახული მონუმენტი არ უნდა აღიზიანებდეს მნახველს. ამას კი დიდი ოსტატობა ჭირდება. ასეთი ქანდაკება ახლოდან შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ შორიდან სულ სხვანაირად ჩანდეს და ვერ პასუხობდეს მონუმენტურ მოთხოვნებს. 

ქანდაკების დადგმის დროს, თუნდაც პატარა ეზოში, განსაკუთრებული და ხშირად გადამწყვეტი როლი ენიჭება ზომისა და ადგილის სწორად შერჩევას. სახელოსნოში დასრულებული ქანდაკება შეიძლება დიდად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეზოში დამონტაჟების შემდეგ დაპატარავდეს, არ ავსებდეს, არ ალამაზებდეს ასეთ ბაღს. 

სწორედ ამიტომ ირარტი და გამოცდილ მოქანდაკეთა ჯგუფი გთავაზობთ თავის მომსახურებას, სადაც დაცული იქნება ქანდაკების ყველა კრიტერიუმი და ამავე დროს დააკმაყოფილებს იმ ამოცანას, რაც დასმული იქნება დამკვეთის მიერ. იცხოვრედ ლამაზად და გემოვნებით.