ქანდაკება ბრინჯაო ცხენი
ქანდაკება თბილისში

ქანდაკებები თბილისში

თბილისს არა ერთი ღირსეული მოქანდაკის სკულპტურა ამშვენებს. მერაბ ბერძენიშვილი, ელგუჯა ამაშუკელი. მხოლოდ ეს ორი დიდოსტატი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გაუთავებლად შევძლოთ ვისაუბროთ მთელ ეპოქაზე, რომელიც ამ ორმა მოქანდაკემ  შექმნა. ჯერ მარტო უზარმაზარი მონუმენტებით დამშვენებული ძველი თბილისი რად ღირს. მათი ცქერა სივრცეში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. აი მაგალითად თითქოს მეტეხის ტაძარს იცავს ვახტანგ მეფე და აბა ვინმემ გაბედოს ხელყოს ჩვენი ტაძარი, რომელიც წარსულში არა ერთხელ შეურაცხეს უჯილაგო გადამთიელებმა. მონუმენტური ქანდაკების ეს შედევრი თითქოს ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო. საოცარი სიზუსტით და გემოვნებით არის შექმნილი მისი გაბარიტები შესაბამის სივრცეში. არც მეტი, არც ნაკლები ზომისა უნდა ყოფილიყო. აზროვნების ასეთი ოსტატური შესრულება მონუმენტალიზმის მიჯნას წარმოადგენს.

ქართლის დედა, მუზა, დავით გურამიშვილი, ვეფხი და მოყმე, გიორგი სააკაძე, დავით აღმაშენებელი და სხვა ამ ეპოქაში შექმნილ შედევრთაგან ნებისმიერი განაცხადებდა პრეტენზიას როგორც თბილისის სიმბოლო. 

თბილისში არა ერთი სხვა ცნობილი მოქანდაკის სკულპტურა დგას და ამშვენებს ჩვენს მოედნებსა თუ სკვერებს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა საკმარისი არასდროს არ არის

როგორ შეიძლება ხელოვნება და განსაკუთრებით სახვითი ხელოვნება ბევრი ან მეტი იყოს. რაც უფრო ბევრი ქანდაკება იქნება ჩვენს ქალაქში, მით უფრო მდიდარი იქნება ჩვენი კულტურა, ხოლო თუ რა კავშირშია კულტურა სახელმწიფოებრიობასთან, ამაზე არ ვისაუბრებთ. განა სახელმწიფო იარსებებს კულტურის გარეშე? კულტურა და ხელოვნება კი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. 

სწორედ ამიტომ არიან ნიჭიერი მოქანდაკეები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი შექმნან ღირებული ქანდაკებები თბილისში და ამით არ დაიკარგოს ამ ნიჭიერ ადამიანთა შესაძლებლობები უფრო ლამაზი გახადონ ჩვენი ქალაქი.