ქანდაკებების დამზადება თბილისი ქალი
ქანდაკება საქართველოში

ქანდაკებები საქართველოში

მრგვალი ქანდაკება საქართველოში მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში იკიდებს ფეხს.  პირველი ქატთველი პროფესიონალი მოქანდაკე, რომელმაც განათლება ქართველი მეცენატების დაფინანსებით საფრანგეთში მიიღო, იყო იაკობ ნიკოლაძე. მან გაიარა ფრანგული ქანდაკების სკოლა პარიზში. ერთი წლის განმავლობაში იყო იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის მოწაფე, რომელმაც რა თქმა უნდა დიდი შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მოქანდაკის შემოქმედებაზე. იგი იტალიაშიც მოგზაურობდა და სწავლობდა რენესანსის ეპოქის ოსტატთა ნამუშევრებს, რამაც დიდი როლი ითამაშა მოქანდაკის განვითარებაზე.  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მისი დამსახურებაა, რომ გამოჩნდნენ სხვა მოქანდაკეები. მათ საფუძველი ჩაუყარეს დარგის განვითარებას. იაკობ ნიკოლაძე ითვლება ქართული ქანდაკების ფუძემდებლად.

წარსულში საქართველოში ანტიკური პერიოდის შემდეგ, მრგვალი ქანდაკების ნიმუშები არ გვხვდება. მრგვალი ქანდაკების კეთების კულტურა არ იყო დამახასიათებელი მართლმადიდებელი საზოგადოებისთვის, რადგან ასეთი ტიპის ქანდაკება ასოცირდებოდა კერპებთან და საერთოდ წარმართ კერპთაყვანისმცემლობასთან. სამაგიეროდ რელიეფური ქანდაკება კარგად იყო განვითარებული საქართველოში. რასაც მოწმობს უამრავი ბარელიეფი რელიგიურ თემებზე. ძირითადად გამოსახული იყო წმინდანები, ასევე რელიგიური სცენები. ჩვენს ტაძრებს ამშვენებს განსაკუთრებული გემოვნებითა და ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმების რელიეფები. 

თანამედროვე მოქანდაკეები საქართველოში

თანამედროვე პერიოდში, უნიჭიერესი ქართველი მოქანდაკეები სრულ თავისუფლებას გრძნობენ. არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ან ცენზურა, რაც მოქანდაკეს უზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას. იმედია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი ყურადღება მიექცევა სახვითი ხელოვნების ამ დარგს და თანამედროვე მოქანდაკეთა პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული.

ბოლო პერიოდში საქართველოში, საზოგადოების მხრიდან ჩნდება სულ უფრო მეტი ინტერესი ხელოვნების ამ დარგის მიმართ. ადამიანები ხშირად ცდილობენ გაალამაზონ საკუთარი სივრცე ქანდაკებებით. ეს კი საშუალებას აძლევს მოქანდაკეებს გაიხსნან და ეს არის ახალი შესაძლებლობები შემოქმედებითი რეალიზებისთვის.