ქანდაკებების დამზადება თბილისი ქვისგან
ქანდაკება საჩუქარი

ქანდაკება საჩუქარი

წვეულებებზე, დაბადების დღეებსა თუ სხვა დღესასწაულებზე ადამიანებს უჩნდებათ პატარა პრობლემა-საჩუქარი. ამა თუ იმ ღონისძიებაზე დიდი მნიშვნელობა აქვს საჩუქრის ხარისხს, რადგან საჩუქარი ხშირად სხვა სტუმრების თანდასწრებით გადაეცემა ხელიდან ხელში და იგი გარშემო მყოფთა ყურადღებას იბყრობს. საჩუქრის მთავარი დანიშნულებაა ყურადღების მიღმა, მოწონების დამსახურება. დაბადების დღეზე, ძვირფას ადამიანზე გადაცემული საჩუქარი ხომ პირველ რიგში მოწონებას უნდა იმსახურებდეს. 

ადამიანები საჩუქრის შერჩევისას ბევრ დროს ხარჯავენ მის შესარჩევად. ბევრს დადიან მაღაზიებში, ეძებენ ინტერნეტში და მათი არჩევანი როგორც წესი ყოველთვის საუკეთესე არ არის. ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება უხარისხო ან სულაც არასაინტერესო საჩუქრის შეძენის და შემდეგ ჩუქების მიზეზი გახდეს. 

სწორედ ამიტომ ირარტი და პროფესიონალ მოქანდაკეთა ჯგუფი ამ პატარა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. შეკვეთით შესაძლებელია ნებისმიერი სახის, მცირე ზომის ქანდაკების დამზადება, თქვენთვის მისაღებ მასალაში. ეს შეიძლება იყოს მცირე ზომის პორტრეტი, ფიგურა, ბიუსტი, ტორსი ან ნებისმიერი რამ, რაც ოთახში შეიძლება დაიდგას. მაგალითად საწერ მაგიდაზე ან კარადაზე. ასეთი ტიპის საჩუქარი შეიძლება მაღაზიაში ნაყიდ რაიმე ნივთთან შედარებით უფრო ძვირი იყოს, მაგრამ სამაგიეროდ თქვენს უახლოეს ადამიანს საჩუქრად გადასცემთ ხელოვნების პატარა ნიმუშს, რომელიც პროფესიონალი მოქანდაკის მიერ იქნება შექმნილი და ღირებულების თვალსაზრისით უფრო მეტ პრესტიჟს შემატებს თქვენს გადაწყვეტილებას. საჩუქრის გადაცემა ხომ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული როგორც მჩუქებლის მხრიდან, ასევე იმ ძვირფასი ადამიანის მხრიდან, რომელიც მას მიიღებს და სიცოცხლის ბოლომდე შეინახავს. 

უამრავი ადამიანი ხშირად თავისი შრომით შეძენილ ფულს ხარჯავს ისეთ ნივთებში, რომელსაც მომავალში არ ან ვერ იყენებს. ასეთი ნივთები საჩუქრის სახითაც გადაეცემა ხოლმე. ისინი მუდმივად იკავებენ კარადებსა თუ სხვა სათავსოებში ადგილს და ადრე თუ გვიან საცხოვრებელი სახლის მახლობლად, ნაგვის ურნებში აღმოჩნდებიან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორი არჩევანის გაკეთება. 

ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ყალიბდება ქანდაკების საჩუქრად გადაცემის კულტურა. ხელოვნების პატარა ნიმუშის საჩუქრად გადაცემა პრესტიჟულ ხასიათს ატარებს და მნიშვნელოვანიც არის ფასეულობის თვალსაზრისით. მცირე ზომის კაბინეტის ქანდაკება უსათუოდ დაამშვენებს თქვენს სივრცეს და უფრო მომხიბლავს გახდის ვიზიტორებისთვის. 

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, საწყის ეტაპზე, ინტერესი სახვითი ხელოვნების მიმართ თითქოს გაქრა, მიიძინა

მაგრამ დღეს საზოგადოებამ გადააფასა საკუთარი ღირებულებები სახვითი ხელოვნების მიმართ, მათ შორის ქანდაკების მიმართ და უფრო მეტი ინტერესით ეპყრობა ხელოვნების ნიმუშებს. სახემწიფო კულტურის გარეშე არშემდგარია. თუ რა კავშირშია ერთმანეთთან კულტურა და ხელოვნება, ამაზე რა თქმა უნდა არ ვისაუბრებთ. ერთი რამ კი სრულიად ნათელია. ქანდაკება პირველყოფილი ჰომოსაპიენსის პერიოდიდან მოყოლებული არსებობდა, არსებობს და მომავალშიც იარსებებს იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის შემოქმედების უნარი, განსხვავება ცხოველსა და ადამიანს შორის. ამიტომ ყოველთვის იარსებებს როგორც ქანდაკების შემსრულებელი, ასევე შემფასებელი. 

აჩუქეთ ერთმანეთს ხელოვნების ნიმუშები, გაულამაზეთ ერთმანეთს ცხოვრება და ნუ დაივიწყებთ იმას, რომ ადამიანები მიდია და მოდიან, სახვითი ხელოვნება კი უკვდავი და მარადიულია.