
ქანდაკება რელიგიურ თემაზზე
ქანდაკება რელიგიურ თემაზზე
საქართველოში საუკუნეების მანძილზე მრგვალი ქანდაკების ნიმუშები არ გვხვდება. ამის მიზეზი კი იყო ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან, ასეთი ტიპის ქანდაკების მიუღებლობა. მრგვალი ქანდაკება ასოცირდებოდა ანტიკური დროის რელიგიურ კერპებთან. შესაბამისად კათოლიკური საზოგადოებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში ქანდაკებების დადგმა იკრძალებოდა. სწორედ ამის გამო დღეისათვის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლურ კულტურაში არ არსებობს მრგვალი ქანდაკების ნიმუშები.
სამაგიეროდ არსებობს უამრავი რელიეფური ქანდაკების ნიმუშები, სადაც გამოსახულია მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანები. არსებობს სხვადასხვა ეპოქის უამრავი ბარელიეფი, რელიგიური სცენები, ქვაში გათლილი ქართული ჩუქურთმის შედევრები, რომელიც განსაკუთრებით გამორჩეულია უდიდესი სილამაზითა და გემოვნებით. დახვეწილობით, ელეგანტურობით, კანონიკური სიმკაცრით. ასეთი ტიპის ქანდაკება განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქართული მართლმადიდებლური საზოგადოების ისტორიასა და კულტურაში. საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა დროს მოღვაწე მოქანდაკეები, განსაკუთრებული ენთუზიაზმით ქმნიდნენ რელიეფურ შედევრებს. მაშინ როცა ევროპაში ყვაოდა რენესანსი და აღორძინების ხანა, საქართველოში მძიმე პერიოდი იდგა. გაუთავებელი შემოსევები, ომები, აჯანყებები ასუსტებდა ქვეყანას, მაგრამ ამის მიუხედავად, ხშირად თვითნასწავლი მხატვრები და მოქანდაკეები უანგაროდ ემსახურებოდნენ ხელოვნებას. აგებდნენ ტაძრებს. შემდეგ ამ ტაძრებს მოხატავდნენ, ქვაში თლიდნენ რელიეფებს. იქმნებოდა ლამაზი არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტები. ხეში იკვეთებოდა კარიბჭეები. რომ არა რწმენა და სამშობლოს სიყვარული, არ გვექნებოდა ხელოვნების ასეთი მაღალი დონის შედევრები. ამ დიდ საქმეში კი განსაკუთრებული როლი და დამსახურება მიუძღვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ის უაღრესი გაჭირვების მიუხედავად მაინც ახერხებდა ხელოვნების მხარდაჭერას. სწორედ ასეთი ენთუზიაზმისა და მონდომების შედეგია ამდენი ბრწყინვალე ტაძარი, რომელიც ამშვენებს ჩვენი პატარა სამშობლოს ყველა რეგიონს.
დღეს საქართველოში შენდება და იხატება ტაძრები, ქვაში ითლება რელიეფური გამოსახულებები, დეკორატიული ორნამენტები და ეს ყველაერი ხორციელდება ისტორიულ-რელიგიური კანონების მკაცრი დაცვით. ასეთი მიდგომა აერთიანებს და აძლიერებს საზოგადოებას.
ირარტი და პროფესიონალ მოქანდაკეთა ჯგუფი გთავაზობთ საკუთარ მომსახურებას. ერთად შევინარჩუნოთ და გავაძლიეროდ ჩვენი ტრადიციები.