
კაბინეტის ქანდაკება
კაბინეტის ქანდაკება
საკუთარი სამუშაო სივრცის გალამაზება ყველასათვის საინტერესოა. ამ სივრცეში ზოგიერთი ადამიანი თითქმის მთელ დღეს ატარებს. კაბინეტის გალამაზება არა მარტო სხვადასხვა დიზაინერული ელემენტების, არამედ ქანდაკების საშუალებითაც არის შესაძლებელი.
კაბინეტის ქანდაკება როგორც წესი საშუალო ან ხშირ შემთხვევაში მცირე ზომისაა. ეს შეიძლება იყოს როგორც საკუთარი კუმირის, საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პოეტის, პოლიტიკური ან ისტორიული პერსონაჟის პორტრეტი, ასევე შედარებით მცირე ზომის ლამაზი ტორსი ან სულაც აბსტრაქტული მოდერნისტული ბიო ფორმა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გარდა დიდი ზომის მონუმენტური ქანდაკებისა შეიძლება იყოს ნებისმიერი კომპოზიცია, რომელიც კარგი გემოვნებით შესრულებული ჩაჯდება ინტერიერის დიზაინში. კაბინეტის ქანდაკების შექმნისას, ავტორს არავითარი შეზღუდვა არ აქვს. თავისუფლების უსაზღვრო ნება განაპირობებს მაღალი ხარისხის ნამუშევრის შექმნას.
კაბინეტის ქანდაკება შეიძლება გამოსახავდეს რომელიმე ბრენდის ან ორგანიზაციის ლოგოტიპს და ჰქონდეს სიმბოლური დატვირთვა. ასეთი ტიპის კაბინეტის ქანდაკება შეიძლება გადაეცეს როგორც საჩუქარი ან ჯილდო. მისი ადგილი კი უსათუოდ სამუშაო კაბინეტში დაიდებს ბინას.
კაბინეტის ქანდაკებას ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან ამშვენებდა მეფეთა, იმპერატორთა თუ სხვა დიდგვაროვანთა სამუშაო ოთახებს
იმპერატორები ამაყობდნენ საკუთარი წინაპარი ფილოსოფოსებით და მოქანდაკეებს უკვეთავდნენ პორტრეტებს. ასეთი ნამუშევრები კი მათ კაბინეტებსა თუ დარბაზებს ამშვენებდა, რაც უხვად არის შემონახული დღემდე და დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში.
ჩვენს დღეებში, კაბინეტის ქანდაკება აქტუალობას არ კარგავს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებით ხასიათს იძენს. თანამედროვე ბიზნესმენები მოქანდაკეებს უკვეთავენ საკუთარი ორგანიზაციის ლოგოების გამოსახულებებს. შემდეგ ამ ქანდაკებებს საჩუქრის სახით გადასცემენ პირებს, რომლებიც მათი შეხედულებით იმსახურებენ დაჯილდოვებას. ასეთი ტიპის საჩუქარი ერთგვარი რეკლამაცაა და ამავდროულად დაფასებაც. ეს კი კომპანიას პრესტიჟულობასა და წარმომადგენლობითობას მატებს.
ირარტი და პროფესიონალ მოქანდაკეთა ჯგუფი გთავაზობთ ნებისმიერი სახის კაბინეტის ქანდაკებას, ნებისმიერ მასალაში. ეს შეიძლება იყოს როგორც კომპანიის სიმბოლო, ასევე ნებისმიერი სხვა ქანდაკება თქვენი სურვილის მიხედვით. გაალამაზეთ თქვენი სამუშაო გარემო კარგი გემოვნებით შექმნილი კაბინეტის ქანდაკებებით, უფრო გაამდიდრეთ თქვენი კაბინეტები, რაც თქვენს განწყობას დადებითად გარდაქმნის და თქვენს იმიჯს პრესტიჟულობას შემატებს.