
ხელოვნური ქვა
პორტრეტი
პორტრეტი ქანდაკებაში არის რომელიმე კონკრეტული ადამიანის სახე, ფიზიონომია, რომელიც გადმოსცემს ამ ადამიანის მსგავსებას და ხასიათს. ადრე, როდესაც არ არსებობდა ფოტო ტექნოლოგიები, რომლებსაც შეეძლო გადმოეცა ამა თუ იმ იმპერატორის, მეფის, მხედართმთავრის, ფილოსოფოსისა თუ სხვა ისტორიული მოღვაწის სახე, გამოიყენებოდა სახვითი ხელოვნება. კერძოდ კი ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება. ზემოთ ჩამოთვლილი ისტორიული ადამიანები განსაკუთრებული მოთმინებით პოზირებდნენ ფერმწერებისა და მოქანდაკეების წინაშე, რათა ისტორიას შეენეხა შთამომავლობისთვის მათი სახვითი გამოსახულება. მდიდარი დიდგვაროვნების სასახლეები დამშვენებული იყო წინაპართა პორტრეტებით. იქნებოდა ეს ფერწერული ტილო, თუ ქანდაკება შესრულებული ქვასა თუ ბრინჯაოში. მდიდარ წარჩინებულთა ასეთმა მიდგომამ კაცობრიობას არა ერთი შედევრი შემოგვინახა.
თანამედროვე სახვით ხელოვნებაში, პორტრეტი არანაკლებ როლს თამაშობს
მხატვრები უფრო თავისუფლები არიან საკუთარ შემოქმედებაში. ასეთი პორტრეტი უნდა იყოს კარგი გემოვნებით შესრულებული და ალამაზებდეს იმ სივრცეს, სადაც უნდა დაიდგას.
მოდერნისტი ფერმწერები და მოქანდაკეები თავიანთ შემოქმედებაში ხშირად იყენებენ პორტრეტს. განსხვავება ის არის, რომ თანამედროვე მხატვრების წინაშე მთავარი ამოცანა კონკრეტული ადამიანის მიმსგავსება კი არ არის, რაც განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს, არამედ კონკრეტული ადამიანის ხასიათის მინიშნების მიღმა, უპირატესობა ენიჭება ნამუშევრის სილამაზეს, არა შესრულების, არამედ ხელოვნების როგორც ნიმუშის ხარისხს. ამიტომ არის, რომ თანამედროვე ხელოვნებაში ხშირად გვხვდება გამოჩენილი ადამიანების პორტრეტები, სადაც რეალური მსგავსება თითქმის არ არის, მაგრამ სამაგიეროდ პრიორიტეტი ენიჭება გემოვნებით შესრულებას. ასეთ პორტრეტს აქვს სიმბოლური დატვირთვა. ის შეიძლება გამოსახავდეს სიძლიერეს, სიმშვენიერეს, სილამაზეს დ ა .შ.
პორტრეტი, როგორც მაგალითად ქანდაკების ჟანრი მუდმივად იყო და მომავალშიც იქნება აქტუალური თემა საზოგადოებისთვის. ის იცვლის დანიშნულებას, სახეს და ერგება ამა თუ იმ ეპოქისა თუ საზოგადოების მოთხოვნილებას. პრიორიტეტი ფიზიკური მსგავსება იქნება თუ მაღალი მხატვრული ღირებულება, ამას მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა ამის შეთავსება რა თქმა უნდა შესაძლებელია და მოქანდაკის ოსტატობაზეა დამოკიდებული.
ირარტი და პროფესიონალ მოქანდაკეთა გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სახის პორტრეტის როგორც გამოქანდაკებას, ასევე ნებისმიერ მასალაში გადატანას, ტრანსპორტირებასა და მონტაჟს.
შეუნახოთ მომავალ თაობას წინაპრების გამოსახულება არა მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, არამედ ჭეშმარიტი ხელოვნების გამოყენებით.