ესთეტიკური სილამაზის მოთხოვნილება ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იყო ადამიანისთვის პრიორიტეტი
ისტორიამ არა ერთი არქიტექტურული ნაგებობა შემოგვინახა, რომელიც დღემდე აღტაცებას და ხშირად გაოცებას იწვევს. გარემო, სადაც წარჩინებული ადამიანები ცხოვრობდნენ ვიზუალურად მუდმივად უკეთესდებოდა. კაცობრიობის არსებობის მანძილძე იყო პერიოდები, როდესაც წარმატებული ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ უფრო ლამაზ გარემოს შექმნიდა საკუთარი საცხოვრებელი სივრცის გარშემო. ამის თვალსაჩინო მაგალითია გვიან რენესანსის პერიოდის ბაროკოს არქიტექტურა, რომელიც რომში ჩაისახა და მოგვიანებით მთელ ევროპას მოედო. მე-16, მე-18 საუკუნის ეს კლასიკური სტილი მომავალში მთელ მსოფლიოს იპყრობს. არ არსებობს საშუალო ზომის ქალაქი, სადაც არქიტექტურული თვალსაზრისით არ არის ამ კლასიკური სტილის უდიდესი გავლენა.
დღესდღეობით ასეთი სტილის შენობების უმრავლესობა გაპარტახების პირასაა მისული.
შენობების სხვადასხვა არქიტექტურულ დეტალებზე ჩამოშლილია ჩუქურთმები, აღარ იკითხება წარწერები, თუ სხვა დეკორატიული ელემენტები, წაშლილია ფერების კვალი. არაკომპეტენტურობის, დაბალი კვალიფიკაციის და სხვა მიზეზების გამო, ყოველთვის ვერ ხერხდება დროული, ხარისხიანი რესტავრაცია. ასეთი პროექტების უხარისხო განხორციელებას კი სავალალო შედეგები მოაქვს. ხშირად აუცილებელი ხდება სარესტავრაციო სამუშაოების ხელმეორედ წარმოება, რაც საკმაოდ აძვირებს და აზიანებს პროცესს.
ბაროკოს იდეა ხომ სილამაზე, პომპეზურობა და ფუფუნებაა. გარდა იმისა, რომ ეს არის კლასიკური ხელოვნება, ამავდროულად ეს გახლავთ ისტორია, წინაპრებისგან მიღებული მემკვიდრეობა, რომელსაც ღირსეული მოვლა და გაფრთხილება ესაჭიროება.
დიდი გამოცდილების და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მხატვართა გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი შენობის ფასადის მხატვრულ რესტავრაციას. რაც ითვალისწინებს არქიტექტურული, დეკორატიული ელემენტების აღდგენა-გაახლებას. ჩუქურთმებისა თუ ნებისმიერი სახის სკულპტურული რელიეფების აღდგენას. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახის წარმატებული სამუშაოების განხორციელების ფონზე, მაღალი ხარისხის მომსახურება გარანტირებულია. გისურვებთ ლამაზ გარემოში ცხოვრებას.