
მონუმენტური ქანდაკება
მოგეხსენებათ არსებობს სხვადასხვა სახის ქანდაკება. თვითოეული ქანდაკების ტიპს შესაბამისი დანიშნულება გააჩნია
მონუმენტური ქანდაკება ერთის მხრივ ქმნის ერთიან ორგანიზმს არქიტექტურულ პროექტთან ერთად და მოქანდაკე მჭიდროდ თანამშრომლობს არქიტექტორებთან. მეორეს მხრივ მონუმენტური ქანდაკება ნიშნავს დიდს, გრანდიოზულს, მნიშვნელოვანს, მუდმივს.
მონუმენტური ქანდაკება ემსახურება მოედნების, შენობებისა და საერთოდ ფართო სივრცეში დიდტანიანი ქანდაკების გამოყენებით სივრცის გალამაზებას. იქნება ეს მემორიალური მონუმენტი, ძეგლი, ისტორიული ფიგურა, თუ სხვა სკულპტურული გამოსახულება. ხშირად ასეთი მონუმენტების დადგმა ემსახურება გამარჯვების, სხვადასხვა ისტორიული პერიოდის წარმატების სიმბოლურ აღნიშვნას. წარმატებულ მეფეთა, მხედართმთავართა, ფილოსოფოსთა, მეცნიერთა თუ სხვა საზოგადო მოღვაწეთა გამოსახვას. ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პიროვნებისა თუ ღვთაების სკულპტურული გამოსახვა ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან იღებს დასაბამს. მაგალითად ძველ ეგვიპტურ საზოგადოებაში. ეგვიპტური სკულპტურა გვაოცებს განსაკუთრებული მონუმენტალური გადმოცემით. ასეთი მაღალი ოსტატობით შესრულებული ქანდაკებები კი მონუმენტური აზროვნების მიჯნას და სრულყოფას წარმოადგენს.
მონუმენტური სკულპტურა ასევე დამახასიათებელია რენესანსის ეპოქისთვის და იგი დასავლური კულტურის საამაყო, განუყოფელი ნაწილია.
იტალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა თუ სხვა ევროპული ქვეყნების მოედნები, შენობები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები მდიდარია მონუმენტური სკულპტურით.
ადამიანის მცდელობა გადმოსცეს რაღაც გრანდიოზული, დიდი და მნიშვნელოვანი, თანაც ქანდაკება იკითხებოდეს უზარმაზარ სივრჩეში, მსოფლიოს ნებისმიერი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. რა თქმა უნდა მეტ-ნაკლები წარმატებით.