ქანდაკებების დამზადება თბილისი
მონუმენტური და დაზგური ქანდაკება

მონუმენტური და დაზგური ქანდაკება

ქანდაკება ლათინური წარმოშობის სიტყვაა (sculptura) რაც ნიშნავს გამოჭრას, გამოთლას. ქანდაკება არსებობს მონუმენტური და დაზგური.

მონუმენტური ქანდაკება

მონუმენტური ქანდაკება ასახავს დიდი ტანის ქანდაკებებს, სადაც ხშირად გამოსახულია მნიშვნელოვანი ისტორიული ადამიანები.

მონუმენტური ქანდაკება დასაბამს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იღებს. არსებობს იმ დროის არა ერთი ბრწყინვალე ნიმუში.

ეგვიპტეში მონუმენტური ქანდაკება გამოყენებული იყო შენობების გასალამაზებლად და შეიძლება ჩაითვალოს მონუმენტური აზროვნების მიჯნად და სახელმძღვანელოდ თანამედროვე მოქანდაკეთათვის. აქ გამოსახულია მეფეები, ღმერთები, მითოლოგიური გმირები. ძველი ეგვიპტური ქანდაკებები, არქიტექტურული თვალსაზრისით  განსაკუთრებული ოსტატობით ერწყმის გრანდიოზულ ნაგებობებს, რაც საოცარ სანახაობას ქმნის. ასეთი მონუმენტების ცქერა ადამიანებში განსაკუთრებულ სიამაყეს წარმოშობს. ძველ ეგვიპტური მონუმენტური ქანდაკება განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო მემკვიდრეობის კუთხით და წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიის ფუძეს.

დაზგური ქანდაკება

დაზგური ქანდაკება პირველ რიგში არ არის დამოკიდებული იმ სივრცეზე, სადაც ის დგას. ის არის შედარებით მცირე ზომის სკულპტურული ნამუშევრები, რომლებიც აღიქმება ახლო მანძილიდან და არ არის დაკავშირებული არქიტექტურულ მოთხოვნებთან. ეს შეიძლება იყოს ფიგურა, ბიუსტი, პორტრეტი, მრავალფიგურიანი კომპოზიცია და ა. შ. ასეთი სახის ქანდაკება დაცულია შენობებში, მუზეუმებში, კერძო კოლექციებში. ასევე დაზგური ქანდაკების ნიმუშები გვხვდება ღია სივრცეშიც. 

დაზგური ქანდაკება ძირითადად არის ნატურალური, ან უფრო მცირე ზომის მაგალითად ადამიანის პროპორციებთან მიმართებით, რაც მის გადაადგილებას შესაძლებელს ხდის. დაზგური ქანდაკების ნიმუშები გამოიყენება ნებისმიერ სივრცეში ინტერიერისა თუ ექსტერიერის გასალამაზებლად, რაც გარკვეულ პოზიტიურ აურას ქმნის არა არქიტექტურული, არამედ უშუალოდ სკულპტურული თვალსაზრისით. 

დაზგური ქანდაკება არ არის შეზღუდული ჟანრით ან სტილით და გამოირჩევა თავისულების უსაზღვრო ხარისხით, რაც მოქანდაკეს საშუალებას აძლევს შექმნას  ნებისმიერი სახის გამოსახულება და არ იყოს შეზღუდული არქიტექტურული კანონიკით. დასრულებული ქანდაკება შეიძლება ერთნაირი წარმატებით ამშვენებდეს სხვადასხვა სივრცეს ან ადგილი შემდგომ იყოს შერჩეული. 

ირარტი და პროფესიონალ მოქანდაკეთა ჯგუფი გთავაზობთ როგორც მონუმენტური, ასევე დაზგური ქანდაკების შექმნას თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ მასალაში. გაალამაზეთ თქვენი ინტერიერი და ექსტერიერი. გამოიყენეთ ნიჭიერ მოქანდაკეთა პოტენციალი და გაილამაზეთ ცხოვრება.