
ბრინჯაოს ქანდაკება ქარი
ბრინჯაოს ქანდაკება ქარი
ბრინჯაოს ქარი შექმნილია არა როგორც კონკრეტული ადამიანის პორტრეტი, არამედ როგორც განცდის, შეგრძნების, ხასიათის გამოსახვითი დემონსტრაცია.
ამ კონკრეტული ქანდაკების დანიშნულება უკავშირდება ავტორის უნარს დახატოს ქარში მოხვედრილი ქალის სასიამოვნო ან პირიქით უსიამოვნო შეგრძნება, რასაც სხვადასხვა მნახველი სხვადასხვაგვარად აღიქვამს და დაინახავს. სახვითი ხელოვნების დანიშნულებაც ეგ არის, როდესაც ხელოვნებას არა მარტო ხედავენ, არამედ ხვდებიან და გრძნობენ. ეს კონკრეტული ნამუშევარი ასახავს ქარიან დღეს, სადაც ახალგაზრდა ქალი შემთხვევით მოხდა და მისი შეგრძნება არის პოზიტიური თუ შემაწუხებელი, ამას მნახველები ინდივიდუალურად შეაფასებენ. როგორც ჩანს არა მარტო ვიზუალური ეფექტი შეიძლება იყოს ლამაზი, არამედ განცდაც, შეგრძნებაც და განწყობილებაც შეიძლება იყოს დანახული და აღქმული სხვადასხვა ხელოვნების შემფასებელი ინდივიდის მიერ.
შესრულების ნაწილი
რაც შეეხება გამოძერწილი ქანდაკების მყარ მასალაში გადატანის ნაწილს, ის ჩამოსხმულია ბრინჯაოში რამდენიმე ნაჭრად და შემდგომ შედუღებულია. განსაკუთრებული სიმყარისთვის შეკრულია სპეციალური საგულდაგულოდ შექმნილი სამაგრებით. ასევე გამოყენებულია დაჭედვის ტექნიკა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ არ დაზარალდეს ვიზუალური მხარე და შეერთების ადგილები არ იყოს საგრძნობლად შესამჩნევი. ასეთი ტექნიკა განსაკუთრებულ სიზუსტეს ითხოვს. ასევე დიდი დრო მიაქვს დეტალების ერთმანეთზე მორგებას. მნიშვნელოვანია ქანდაკება საკმაოდ მყარად და უსაფრთხოდ იყოს შეერთებული, რადგან ნატურალური ზომის ბიუსტი დაახლოებით 100 დან 150 კილოგრამამდე შეიძლება იწონიდეს. ეს კი დამოკიდებულია ოსტატობაზე. რაც უფრო თხელია (რა თქმა უნდა გონივრულ ფარგლებში) ნამუშევარი, მით უფრო ოსტატურად არის შესრულებული. მორგებისას შეცდომა დაუშვებელია, რადგან ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველაფერი გამოსწორებადია, მაგრამ შრომა ორმაგდება და შეკვეთის ხანგრძლივობა იზრდება. ამის გამო კი შესაძლოა მივიღოთ უკმაყოფილო დამკვეთი. რაც სამართლიანია. შეთანხმების შესრულება კი წარმატების საწინდარია.