irarti official
ბაღის დიზაინი

ბაღის და ლანდშაფტის დიზაინის შექმნა შეკვეთით
მობილური: (+995) 595 54 08 05
ელ-ფოსტა: [email protected]

ბაღის და ლანდშაფტის დიზაინი

ლანდშაფტის დიზაინი

ადამიანის დასვენება, სიმშვიდე, ჰარმონია სილამაზის გარეშე შეუძლებელი და წარმოუდგენელია

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გარემო, სადაც ადამიანები ისვენებენ მიმზიდველი და ლამაზი უნდა იყოს. ზოგიერთი ადამიანისთვის მთავარია კომფორტი, ზოგისთვის კი სილამაზე. ეს პატარა სტატია ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც თვალსაც არ დაახამხამებენ ისე შესწირავენ კომფორტსა და ერგონომიკას, სილამაზისა და სიმშვენიერის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც ორივე სიკეთე ერწყმის ერთმანეთს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყოველთვის ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. ყველას არ აქვს წვდომა გენიალურ ბუნებრივ ხედებზე მდიდრული ფეშენებელური აგარაკიდან. რა გაეწყობა, სამყარო მატერიალურია. ყველა ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის გარშემო შექმნას იდეალური გარემო, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ყოველთვის არის შესაძლებლობა საკუთარ სივრცეში შევიქმნათ ისეთი ლამაზი გარემო, რითაც შემდგომ შეგვეძლება ვიამაყოთ და ვიტრაბახოთ კიდეც მეგობრების წინაშე. საკუთარ ბაღში, აგარაკზე, ეზოში, იქნება ეს მოცულობითი, თუ მცირე ზომის ყოველთვის არის შესაძლებელი ლანდშაფტის დიზაინის საშუალებით სივრცის გალამაზება. ზოგიერთი ადამიანისთვის ეზოში ხეხილის ბაღი არის პრიორიტეტი, ზოგისთვის კი დეკორატიული და მარადმწვანე მცენარეები, რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს ახარებენ თავის მომვლელებს. თანამედროვე მეგაპოლისებში ცხოვრება ადამიანებში იწვევს სტრესსა და გადაღლილობას. დასვენების დღეებში კი ხშირად ადამიანები ქალაქგარეთ ილტვიან, რათა გაექცნენ ქალაქის დაძაბულ რიტმს და დაისვენონ. სილამაზის შესაქმნელად კი ლანდშაფტის დიზაინი და დეკორი შეუცვლელია.

მაშ ასე, ლანდშაფტის გასალამაზებლად დღეს გაყიდვაში უამრავ მცენარეს იხილავთ და არა მარტო ვეგეტაციის პერიოდში.

კულტურა კონტეინერით წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დაირგას. ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი. უბრალოდ საჭიროა გარკვეული ცოდნა და გამოცდილება რათა სწორად მოხდეს მცენარის გადარგვა კონტეინერიდან ღია გრუნტში ნიადაგის ხარისხისა და მდებარეობის გათვალისწინებით. ლამაზი კომპოზიციის შესაქმნელად მხოლოდ კარგი გემოვნება არ არის საკმარისი. აუცილებელია დარგვის დროს სხვადასხვა მცენარისთვის სწორი ადგილის შერჩევა, რათა შემდგომ ზრდის დროს მცენარეებმა ერთმანეთი არ გადაფარონ ან ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. რომელიღაც მცენარე მცირე ზომისაა, როცა მეორე შეიძლება უზარმაზარი გაიზარდოს. დიდი მნიშვნელობა აქვს კომპოზიციურ განაწილებას ფერების თვალსაზრისითაც. ე.წ. ალპური ბორცვის ან გორაკის შესაქმნელად, რომელიც შემდგომ წლებშიც გაახარებს ადამიანებს, საჭიროა კარგი გემოვნება, გამოცდილება, სწორი დაგეგმარება. ზოგჯერ ადამიანები ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომ შემდგომ მისი გამოსწორება ორმაგად ძნელი და ხარჯიანია. კარგი დიზაინის შესაქმნელად ყოველთვის სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული, დიდტანიანი მცენარეების გამოყენება. შედარებით პატარა და სშუალო მცენარეების კომბინაციით საკმაოდ კარგი მიზნის მიღწევა შეიძლება. ხშირად ასეთი პროექტების განხორციელების დროს ბუნებრივი ქვა გამოიყენება. რაც უფრო ოსტატურად და გულდასმით განხორციელდება პროექტი, ბუნებრივი იმიტაცია მით უფრო მძაფრი იქნება. და ბოლოს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ მცენარეებმა მუდმივად მოგანიჭონ ესთეტიკური სიამოვნება და ყოველ გაზაფხულზე გაგახარონ ახალი სიურპრიზებით, თქვენც უნდა დაიხარჯოთ და სათანადოდ მოუაროთ თქვენი ეზოს ბინადრებს. მითუმეტეს მარადმწვანე დეკორატიული მცენარეების უმრავლესობა ხომ ბევრს, განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვთ.

გარკვეული მინიმალური წესები და ცოდნა  განაპირობებს წარმატებას. გისურვებთ სილამაზეს!

მოგვწერეთ

დაგვიკავშირდით

ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში
English | Русский | ქართული

დაგვირეკეთ

მობ: (+995) 595 54 08 05

ელ-ფოსტა

[email protected]

ადგილი

0160 თბილისი, საქართველო