
ბაღის დიზაინი
ბაღის დიზაინი
ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბაღი უნდა იყოს ლამაზი. ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ არა მხოლოდ კომფორტს, ერგონომიკას, უხვ მოსავალს, არამედ სილამაზეს და მშვენიერებას. სწორედ ამის გამო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბაღში დეკორატიული მცენარეების იმგვარ განლაგებას, რომ შემდგომ ზრდის დროს ნარგავებმა ერთმანეთი არ გადაფარონ. პირველადი შედეგი არ დაიკარგოს და პირიქით უფრო მშვენიერი და მომხიბლავი გახდეს ზრდასთან ერთად. ამისათვის კი საჭიროა დინჯი და პროფესიონალური მიდგომა. სპეციალური ცოდნის გარეშე კი მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
ბაღის დიზანი საქართველოში
საქართველოში ბაღის დიზაინი მხოლოდ ბოლო ათწლეულია რაც იკიდებს ფეხს. საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნილება, რომ საკუთარი ეზო, სივრცე, იქ სადაც ადამიანი ისვენებს რაც შეიძლება ლამაზი იყოს. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე იხსნება უამრავი სანერგე მეურნეობა, სადაც უხვად გვთავაზობენ გასაყიდად მომზადებულ სხვადასხვა ბიუჯეტის მცენარეს. ზოგი მათგანი უცხოეთიდან არის შემოტანილი, ზოგი კი ადგილზეა გამოყვანილი. შესაბამისად ბაზარზე არსებული ნერგები სხვადასხვა ხარისხისაა.
ირარტი
ირარტი დაგეხმარებათ როგორც ხარისხიანი ნერგების შერჩევაში, ასევე ბაღის ლამაზად დაგეგმარებაში. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი სახის ქანდაკების დამზადება თქვენი ბაღისთვის. ქანდაკებები თბილისში და მთლიანად ქანდაკებები საქართველოში მოემსახურება ამა თუ იმ სივრცის გალამაზებას. ასეთი მიდგომა ქმნის ახალ კულტურას და გრძელვადიანად მხოლოდ პოზიტიურ განწყობილებას შემოიტანს ადამიანებისთვის, რაც გაალამაზებს მათ ცხოვრებას.